პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ადამიანებმა, ვინც სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ გააკეთეს განცხადებები, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანი კეთდება და სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოკვეთილ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება არასამათავრობო სექტორის ნაწილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, „ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს“.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულებას გულისხმობს, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სამარცხვინოს უწოდებს.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემაზე საუბრობს.
თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვალების განულებასთან დაკავშირებული მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეიცავს.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მთავრობის ინიციატივიას 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის საბანკო დავალიანებების განულების შესახებ ცრუ დაპირებას უწოდებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.