პოლიტიკა

თბილისის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერები რეგიონებშიც ჩამოხსნეს. სამეგრელოში, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის ნაცვლად, ადგილობრივებს დღეს ბიძინა ივანიშვილის პლაკატები დახვდათ. ქართული ოცნების უცნაურ საარჩევნო კამპანიას ადგილობრივები ირონიით შეხვდნენ.

სრულად...

ჰააგის სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი, – ამის შესახებ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში მიმდინარე გამოძიების თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ წინასაარჩევნო დისკუსიაში ამ თემის შემოტანა არ არის სწორი და შეიძლება, ამან საერთო ინტერესი დააზიანოს.

სრულად...

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით  განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი.

სრულად...

საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წელი შეუსრულდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ მეგობრობის ახალ თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

სრულად...

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.

სრულად...

არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუ ახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით, ამ ძალიან სერიოზული სენით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა.

სრულად...

მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამის შესახებ საქართველოს  პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.

სრულად...

მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  ახალ საარჩევნო ბანერებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

სრულად...

საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ, ომარ მახარაძემ, მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი