ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ „კატასტროფული მმართველობის“ შემდეგ აღარ აქვს რეალური ძალაუფლება და მან მშვიდობიანად უნდა დათმოს ხელისუფლება.
7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის, ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს.
„იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ იმედის დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ არავის დაავიწყდება ის, რაც 11 წლის წინ თავს დაატყდა არამარტო ტელეკომპანია იმედს, არამედ მთელ ქვეყანას... ეს ისინი არიან, რომლებიც გვიმახსოვრებენ, თორემ ჩვენ ყველა და ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს.
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება. ელისაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას მისი განცხადების არ სჯერა.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ივანიშვილის ვიდეომიმართვას „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ეხმაურება და ამბობს, რომ ის ხალხისადმი მიმართვა არ იყო.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, არმაზ ახვლედიანი ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას „არჩევანის“ ეთერში აფასებს.
„დავინახე საკმაოდ რთული, მძიმე ბოლო ოცნებისთვის,“ განაცხადა ახვლედიანმა ივანიშვილის გამოსვლის შეფასებისას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მახინჯი ბარიკადი, რომელიც დღეს ჰყოფს ხალხს და აღმართულია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, ბოლო სანტიმეტრამდე უნდა დაიშალოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას და სამუშაოების დაწყებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით.
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივა აქვს ხელში აღებული, ისინი ზარბაზნებს ესვრიან, „ქართული ოცნება“ კი ქვებს ესვრის
"დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე, [უცხოელებისთვის] ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი - 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი - 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.