„როცა დავაპირებ გეტყვით“ - მხოლოდ ეს პასუხი აქვს ამ დროისათვის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ხმების 100% დათვლილია. ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს „ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველი, კოლუბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების უკეთესად ჩატარებაც შეიძლებოდა.
„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მხარდაჭერა არც ზურაბიშვილს და არც ვაშაძეს არ ექნება.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში პირველი ადგილი მოიპოვა, თუმცა, „ქართული ოცნება" „მონაცემებით მანიპულაციას ცდილობს".
„გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას მეორე ტურის ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი", განაცხადა მესამე ადგილზე გასულმა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.
გაერთიანებული ოპოზიცაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მას გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა.
„ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას კი არ მიუღწევია კარგი შედეგისთვის, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ცუდ შედეგს და ამაში არის ფუნდამენტური განსხვავება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბოროტება და ძალადობა ქვეყანაში არ უნდა დაბრუნდეს.
იურიდიული კომიტეტის თავმდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა, რადგან მისი თქმით, „აქ არის შავი და თეთრი; წარსული და მომავალი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.