ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადამ რომ 512 უბნის მიხედვით, რაც საერთო სურათის13% -ს შეადგენს სალომე ზურაბიშვილს 40.05%, გრიგოლ ვაშაძეს - 37.93%, დავით ბაქრაძეს კი- 10.83% აქვს მიღებული.
გამოიკვეთა, რომ იქნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერებს აღიარონ მეორე ტურის ჩატარების გარდაუვალობა, რადგან ვაშაძის თქმით, მათ ხელთ არსებული დათვლილი ოქმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს ყველა დიდ ქალაქში მოგებული აქვს არჩევნები.
ჩვენ პერიოდულად ჩვენი წარმომადგენელი კომისიის წევრებისგან შემოგვდის მონაცემები. იცით 3700-ზე მეტი უბანია ქვეყნის მასშტაბით და აქედან დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი არსებული მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს.
„მე მგონი, მეორე ტური საჭირო აღარ იქნება - პირველივე ტურში იმარჯვებს ბატონი გრიგოლი", განაცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები" ჩართვისას.
„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და არჩევნების მოგებას აპირებს, – აცხადებს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
„შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური გაიმართება. მისი აზრით, ეგზიტპოლის შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშივლი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს მიმართა და მოუწოდა, რომ არ შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებები.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან ეგზიტპოლის შედეგები 50 პროცენტს მნიშვნელოვნად სცდება, ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.