„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიაში მორიგი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სერიალია და მას სერიალისთვის დრო არ აქვს.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება, – უთხრა ჟურნალისტებს დუშეთისა და თიანეთისა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.
არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი დაბრუნდეს.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერი პრეზიდდდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
„ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ და ხუთ არჩევნებში ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული“, მიმართა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა თეთრიწყაროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
„ ასაჯაროვებს ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე საუბრობენ. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ჩხარტიშვილი საუბრობს, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ივანიშვილი ხშირად გვესაუბრება ნიცშეზე. მე არ ვიცი, რა წაუკითხეს ან რა წაიკითხა მის ნაშრომებში ასეთი, მაგრამ ნიცშეს არსად უწერია, პირწავარდნილი მატყუარა დაასახელე პრეზიდენტობის კანდიდატადო. ამ ქალმა ისეთ ჭაობში ჩაითრია ივანიშვილი, რომ დაიღუპება“, აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.