საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში რუსთავში და გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს რუსთავში, ქალაქის თეატრში გაიმართა.
არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ, – განუცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბანკი „ქართუდან“ სესხის აღების საკითხზე კომენტირებისას.
50 წლის მწყემსი რამდენიმე დღის წინ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით სოფელ კირბალში იმ დროს დააკავეს, როდესაც შვილთან და თანასოფლელთან ერთად, საქონელს მწყემსავდა.
ლიდერი ქალბატონი იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში, უთხრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შეკრებილ ამომრჩეველ ქალბატონებს.
„შანტაჟი შემიძლია ვუწოდო იმას, რაც ხდება ევროსაბჭოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. რუსეთი არ ასრულებს არც ერთ ნაკისრ ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე, არ იხდის საწევრო გადასახადს, რომელსაც სხვა წევრები იხდიან და ამბობს, რომ თუ უპირობოდ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მაშინ დატოვებენ ევროსაბჭოს", აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
„ჩვენ გვაქვს შანსი ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის“, განაცხადა სოზარ სუბარმა რუსთავში, სადაც დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ხვდება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ოსურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ სცნო და 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადადებას ეხმაურება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა და ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მიერ განხორციელებულ რეფორმებს, განაცხადა სოფიო კილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.