ქვეყანაში ზნეობრივი და გაუყიდავი ადამიანები ყველა ფენაში, ბევრად მეტია, ვიდრე სულგაყიდული 15-ლარიანები და პრემიაზე ამხედრებული კატეგორია, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყო.
„როდის იხმართ ტერმინს - „სამარცხვინო" სალომე ზურაბიშვილზე?“ აღნიშნული შეკითხვით „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
„არაერთი ტყუილი მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მოვისმინეთ, ეს არის კატასტროფა. 107 ათასი დაუმალავს ირაკლი მექვაბიშვილს იმიტომ, რომ არ ყოფილა 107 ათასი გამოსაჩენი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. თქვენს შავ ფულს მიხედეთ“,- ასე უპასუხა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებს.
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მიმართა.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 2 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას „უკიდურესად სახიფათოს" უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
ძალიან მალე, 28 ოქტომბერს, ზუსტად ჩვენი ხალხი იქნება, ვინც კიდევ ერთხელ მიგიჩენთ საკადრის ადგილს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
„სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე“, „სამარცხვინო“ და ასე შემდეგ“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, შორს არის ევროპისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის შავი პიარისა და ლანძღვის გარეშე წარმართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის? გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის ჩამოყალიბებაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს ნიშნავს მეტ ბიზნესს, მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.