საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
„მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს“, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და სპორტის ყოფილი მინისტრსა და „ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ლევან ყიფიანთან დაკავშირებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს.
კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს, რადგან არ შეიძლება, ქვეყნის კურსი განისაზღვროს მაშინ, როცა მსოფლიოში ცვლილებები ხდება და ახალი ზესახელმწიფოები მოდიან, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში - „დებატები 2018“.
„ვიცი, რომ დამდგარია მესიის მეორედ მოსვლის წინარე ბოლო ჟამი და საქართველოს სულიერი მისია სწორედ დამდგარი ბოლო ჟამის დამოწმებაში მდგომარეობს, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში -„დებატები 2018“
პირდაპირ ვაცხადებ, ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში - „დებატები 2018“.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მამრთველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა თანხა შესწირა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მმართველი პოლიტიკური გუნდი უჭერს მხარს, დღეს, 5 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს და ევროკავშირის ელჩებს შეხვდება.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.