მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას მასმედიაში არსებულ მდგომარეობას იხსენებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაუწვეს საწყობები და წაართვეს ტელეკომპანია.
„საქართველოს პარლამენტი და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ 50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში“,- ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებას.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლებრივი სტრუქტურების პოლიტიზება ხდება, ხოლო პარლამენტი სუსტია.
„იმ პირობებში, როდესაც არ არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, ნამდვილად, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმცირესობის წევრთა განცხადებას „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების შესახებ.
„ზაზა ოქუაშვილი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება, ამის შემდეგ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს“, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
„მე არ ვთვლი რომ მე უნდა ველაპარაკო ლევან ყიფიანს და არა გამოძიება. ის დაბარებული იყო დაკითხვაზე, მისცა ჩვენება, ასევე განმეორებითაც და მასთან გამოძიება მუშაობს“, განაცხადა პარლამნტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“.
„ომეგა ჯგუფთან" და ტელეკომპანი „იბერიასთან" დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
„თუ ზაზა ოქუაშვილს უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს, მიიტანდა პროკურატურაში, მისცემდა ჩვენებას, წაიღებდა ლონდონში, სხვადასხვა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებში, სადაც ამის გარკვევა და გარჩევა შეიძლება, მაგრამ არა - ორი კვირის განმავლობაში დღეში ერთი რაღაც გაუგებარი ჩანაწერი“ - განაცხადა რუსთავი -2 -ს თოქშოუ „არჩევანში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გადამწვეტი დღე 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი იყო - დღე, როდესაც ქართველმა ერმა უარი უთხრა ღირსების შემლახველ რეჟიმს და აირჩია თავისუფლება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საერთაშორისო არბიტრაჟთან დაკავშირებული ინიციატივის შესახებ ხელმოწერა 20 დეკემბერს, პარიზში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.