ვეცადოთ ყველა, რომ არჩევნების გზით მოვიშოროთ ესენი - ეს მავნებლები, აღნიშნული განცხადება მსოფლიო ბანმა, „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
„დღეს ქვეყანაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია", აცხადებს „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.
მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო პირველ რიგში ტელეკომპანია „იბერიას“ და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, რადგან სწორედ ტელევიზიებზე შეტევით იწყება ის, რაც ცოცხებით მთავრდება. ამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი პარალელურად წარმატებულ რეჟიმში განახორციელა, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებას.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლთან ზაზა ოქუაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შესახებაც ისაუბრა და იკითხა, „სად არის ჩანაწერები?“
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თქმით, მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ოპონენტები ცდილობენ, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ტრაგედია გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ.
„ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ 2012 წლამდე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, მმართველ გუნდთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად“, განაცხადა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე, რითაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის „კვირის აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად დგას ბიზნესების დაყაჩაღების სათავეში.
„დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყნას, ჩვენდა სასირცხვილოდ, ეს ძალები ცდილობენ ისევ, ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. რაც დააშავეს თვითონ, მას ცდილობენ დააბრალონ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.