საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს წინაშე დგას მთავარ გამოწვევად, არაფორმალური მმართველობა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მაუწყებელი ჭიჭინაძეზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უმრავლესობას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 11-14 სექტემბერს, ოფიციალურ ვიზიტად შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პროკურატურისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეში „დანაშაულებრივად“ ჩართული „ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი პირების“ წინააღმდეგ.
საქართველო, შესაძლოა, მარიხუანას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოების დაწყების საკითხს განიხილავს.
„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ის დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა“, განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018-ზე“ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკის ქონა, ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, თუმცა თანმიმდევრული პოლიტიკით საბოლოოდ მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ზე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო საგარეო ხედვა, რაც აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტი ასახულია საკონსტიტუციო დონეზეც.
გვჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა. ქვეყანა მუდმივ პროგრესს აღწევს, ვავითარებთ დემოკრატიულ და ეკონომიკურ სისტემებს, საერთაშორისო ამოცანას, ვაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო პოზიციას, ამიტომ მჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.