„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პუტინი-მერკელის შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიზანი არის, რომ საქართველო მსოფლიოს დღის წესრიგში არ იყოს.
„თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ინიშნება გუბერნატორი.
„სამეგრელოს მაჟორიტარებისგან, ალექსანდრე მოწერელიას ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა ყველა პროგრესული ინიციატივისა და წამოწყების განხორციელებაში“, - ასე ეხმაურება სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს მას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება.
გიორგი მარგველაშვილი „ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, და სწორედ ამის გამო ნიშნავდა თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ახალი გუბერნატორების დანიშვნას ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რეგიონების გუბერნატორებად ძალოვან უწყებებთან კავშირში მყოფი „ოდეერები“ ინიშნებიან და ამაში თავად ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარი „ქრონიკის“ ეთერში აცხადებს, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მუშაობდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში, მისი მინისტრობის პერიოდში რამოდენიმე თვე, თუმცა მან თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. სუბარის თქმით, გიორგი ხოჯევანიშვილს დადებით აფასებდნენ მისი ყოფილი თანამშრომლები და შიდა ქართლის რეგიონის დეპუტატები, ასევე ის ამბობს, რომ უკვე შიდა ქართლის გუბერნატორმა მისი კუთხის სიყვარულის გამო თქვა უარი იმ მაღალ ანაზღაურებაზე, რომელიც მას კერძო სექტორში ჰქონდა.
„ახალ ხედვებს, ახალ მიდგომებს, სჭირდება ახალი ადამიანები“, ასე შეაფასა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას გუბერნატორების მასობრივი დათხოვნა და სახელმწიფო რწმუნებულებად ახალი კადრების დანიშვნა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე ახალი გუბერნატორების დანიშვნას ეხმაურება, როგორც ბობოხიძე აცხადებს უმჯობესი იქნებოდა თუ გუბერნატორებს ხალხი აირჩევდა და პოლიტიკური ნიშნით არ დანიშნავდნენ.
„რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავს სახელმწიფო“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი გუბერნატორები წარადგენისას და დაამატა, რომ მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი განვითარებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.