რეგიონები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის თანამშრომლობისა და არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის საკითხებზე.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ახლადრეაბილიტირებული სპორტ დარბაზი საზეიმო ვითარებაში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სკოლის დირექტორ ნატო ძიძიგურთან ერთად გახსნა. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. არსებულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

სრულად...

14 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ონის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. 

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი დამსახურებულ წყალტუბოელ სპორტსმენებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა.

 

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საზოგადოების წინაშე 2019 წლის 9 თვის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად თერჯოლის 1-ელ საჯარო სკოლაში გამართულ საშემოდგომო ზეიმს დაესწრნენ.

სრულად...

ქალაქ ხობში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცენტრის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

სრულად...

ხონის მეორე საჯარო სკოლაში ახლადრეაბილიტირებული სპორტ დარბაზი საზეიმო ვითარებაში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სკოლის დირექტორმა ნუნუ ანდრიაძემ მოსწავლეებთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია ესწრებოდნენ.

სრულად...

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში „ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმის მეგზურის“ წარდგენა გაიმართა. წიგნის ავტორი, დავით კოპალიანი საზოგადოებას მუზეუმის მოკლე ისტორიას ამცნობს, მუზეუმის ექსპოზიციებსა და ფონდებში არსებულ უმნიშვნელოვანეს ექსპონატებს შემდეგი კოლექციებით ასახავს - გეოლოგია, პანტეოლოგია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, საეკლესიო ნივთები, ეთნოგრაფია, დ.ერმაკოვის ფოტოკოლექცია, ფერწერა, ბუნება.

სრულად...

მიმდინარე წლის 12 ნომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი