თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და თანაშემწესთან ერთად სოფელ ზედა ალისუბანსა და რუფოთში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
დასრულდა ISAF–ის მისიაში გმირულად დაღუპული მესამე ქვეითი ბრიგადის და 31–ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება ფეხბურთში.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად გაეცნო.
4 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლალისყურის, ფშაველისა და ლეჩურის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ საბავშვო ბაღები დაათვალიერა და სასწავლო პროცესის განახლების წინ არსებულ ვითარებას გაეცნო. გაესაუბრა გამგეებს და საჭიროებების შესახებ უშუალოდ მათგან მოისმინა.
სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დათვალიერა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლების სამუშაოების მონიტორინგს წყალტუბოს მერი და მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.
ონის მერმა ემზარ საბანაძემ, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.