ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. თითოეული საბავშვო ბაღი 30 - 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.
9 სექტემბერს ონის მუნიციპლიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „ საქართველო“ ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "საქართველო" 7 სექტემბერს ბლექსი არენაზე დაიწყო და დაიხურა 9 სექტემბერს ონში, აღმაშენებლის მოედანზე.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედა ხობის მუნიციპალიტეტის ბიისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ორივე საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 47 816 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს ხონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. როგორც მუნციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე ამბობს, პროექტები საზოგადოების ყველა სეგმენტს ეხება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სამტრედიის გუნდი 2:0 დაამარცხა და რეგიონის მასშტაბით პირველობა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერიის ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელ მეწარმეებთან.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძემ, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ოლეგი ვაჭარაძესთან და მერის წარმომადგენელთან სოფელ კუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევანი ვაჭარაძესთან ერთად სოფელ კუხის საჯარო სკოლაში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელთა მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა( KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დაფინანსებით ქალაქ ხონში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.