რეგიონები

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ჯავახეთის მოსახლეობას „ახალქალაქობა“ მიულოცა. ღონისძიებას რწმუნებულთან ერთად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ახალქალაქელებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს.

სრულად...

3-5 სექტემბერს, მესტიაში, ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მესამე ქვეითი ბრიგადის და 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასი მინი ფეხბურთში გაიმართება.

სრულად...

საქართველოს „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცაგერში, „მწვანე თეატრის“ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი გაიმართა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა.

სრულად...

საქართველოს „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინიციატივით, მურის ციხეთა ბილიკზე გაიმართა ექსტრემალური რბენა კიბეზე.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ოთარ შამუგიამ სოფელ სააკაძეში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.

სრულად...

სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. იმერეთის რეგიონის მასშტაბით რიგი საკითხები უკვე გადაიჭრა და გარკვეულწილად სამუშაოებიც ჩატარდა.

სრულად...

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველმა მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, შპს "იერი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ ბილდმენეჯმენტი“, შპს “მოედანი -2009“, შპს „ სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს, სევერო ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შპს „ამბროლაურის ავტოგზა #10“ და შპს " რაჭა-2005"-ის წარმომადგენლებთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

სრულად...

მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტარი ლადო კახაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე დღეს სოფელ ქვიტირის, ზედა და ქვედა მესხეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

სრულად...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი