საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების - ხიდეშლების და მაჟიეთის მოსახლეობას შეხვდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ,მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ქართული ჯგუფი“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ გოჩა ტყეშელაშვილთან და ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან.
ახალთერჯოლასა და ჩხარის ამბულატორიებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევის პირველი სხდომა გაიმართა.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლებისა და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავების პირველი სამუშაო შეხვედრა „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების“ ოფისში გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587130 ლარს შეადგენს.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პიპილეთში მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების შემსრულებელია შ.პ.ს „ცოტნე“, დაფინანსების წყარო კი „მთის ფონდი“(ადგილობრივი-69216,44 ლ.)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ნახშირღელეში იმყოფებოდა, სადაც მერის წარმომადგენელ მაია გაბიძაშვილსა და სოფლის დეპუტატ ლაშა ლანჩავასთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოწყობილი პროექტები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.