ქალაქ ცაგერში დასრულების პროცესშია N 2 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მოეწყო ახალი სველი წერტილები, სამზარეულო, განახლდა საბავშვო ოთახები თანამედროვე სტანდარტებით.
იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ სალომინაოში მცხოვრებ 100 წლის პაშა ნიჟარაძეს იუბილე მიულოცეს და დღეგრძელთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1000 ლარი გადასცეს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და მეთოდების გაცნობის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას
ვანის მუნიციპალიტეტში დღეს იმერეთის ვიცე გუბერნატორი ბესიკ გოფოძე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, 21-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის „დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი გააცნო, რომელიც „კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ახალაშენებული სკოლა გაიხსნა. სკოლა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადიგენის საკრებულოს თვჯდომარესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გახსნეს.
ადიგენის სამედიცინო ცენტრში, ევექსის ინიციატივით, აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ნინოწმინდის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო.
წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
მიმდინარე წლის 2-6 ოქტომბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის შაკეის რაიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს - მერს, ედგარას პილიპაიდისს და შაკეის რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ვიოლეტა სიმონავიჩიენეს, ინგა კანაპეცკიენეს, ედვინას ალბერტასს უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.