ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 312 000 ლარით დაფინანსდა და სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „პარმაღი“ შეასრულა.
ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამჟამად გზების რეაბილიტაცია ქალაქისა და სოფლების 11 ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26-კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, არსებული გზის გაფართოება, სანიაღვრე არხებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა ხორციელდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სეთურებში - დიდველზე, წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და მერის პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე საზანოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩიხორში იმყოფებოდნენ, სადაც გაზიფიცირების პირველი ეტაპი - მთავარი მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრან-თელეთში, 324, 699 ლარის ღირებულების გზის საფარის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალი სამგორის, მარტყოფის, ნორიოს, საკაძის ახალსოფლისა და ვაზიანის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს პარლამენტის წევრმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში „კრწანისობა 2018“ იზეიმეს. ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ფეხბურთში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით, თასებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და კლინიკა „მედიქალ სითიში“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.