რეგიონები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა ომის მონაწილეებმა და კადეტთა ლიცეუმის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთში დაღუპული გმირების საფლავები და სამხედრო დასახლებაში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ერთკვირიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება მოხდება.

სრულად...

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა ნადირაძემ, თანამდებობა დატოვა, თუმცა არ განუმარტავს, თუ რა გახდა ამის მიზეზი. მან აღნიშნა, რომ მისი პოსტიდან წასვლის მიზეზებზე განცხადებას მომავალში გააკეთებს.

სრულად...

ნინოწმინდის მერიის შენობაზე, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

სრულად...

ქალაქ ცაგერში, 2018 წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მიმდინარე მსხვილ პროექტებს შორისაა უმწეოთა სასადილოსა და #2 საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე და ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი გიგა კუბლაშვილი უნაგირას მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც ახლახან უძველესი ქრისტიანული ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

სრულად...

25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენის სისტემა ამუშავდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს,  ამჟამად აღნიშნული სისტემის ფუნქციონერებასთან დაკავშირებული დასუფთავების სამუშაოები  მიმდინარეობს, დაახლოებით 3-4 დღეში კი, აღნიშნული წყალსადენი სისტემა წყალმომარაგების აუზს შეუერთდება.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან აზიზ სალტიკთან ერთად, სოფელ ოფურჩხეთში ბიბლიოთეკა გახსნა.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ახალი, თანამედროვე სკოლა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გახსნეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი