რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მობილიზატორმა ლევან ხმელიძემ, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ტრეინინგი ჩაატარა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვახტანგ იამანიძე გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც სოფლების გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში(გაღმა ვაშლევი) გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბეტონის საფარი 1 000 მ-მდე მონაკვეთზე მოეწყობა.
ა(ა)იპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის" სასწავლო ბანაკ „ციცინათელაში" დღეს ჟურნალისტიკის გაკვეთილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ ჩაატარა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ვანელმა მოჭადრაკემ ქალაქ ბათუმში, „ბათუმის მერიის თასი 2018“ - ის ფარგლებში გამართულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში, (C კატეგორიაში) მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრმა, სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ქსელის დაზიანებული კოლექტორი და მილები აღადგინა.
ნინოწმინდის მერიის შემოთავაზებითა და მხარდაჭერით ქალაქ ნინოწმინდის კულტურის ცენტრში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება, არაქართულენოვან სკოლებში მომუშავე ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ - მასწავლებლების ერთობლივი ძალებით.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ადგილზე ჩაიტანა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმრთველობის სხვა წარმომადგენლები საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც „ახალგაზრდული დღეები-2018“-ის ფარგლებში მდინარე ძუსის ხეობაში, ქადაგიძის რაფზე ღონისძიება გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.