26 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის განცხადებით, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის 17 სოფელში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, კომისია კი ზარალის ოდენობის დათვლას ასრულებს, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს. მერი ვარაუდობს, რომ ზარალის ოდენობა შესაძლოა, 70 ათასამდე ლარი იყოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები მუნიციპალიტეტში ინტენსიურად, უახლოესი კი, აპრილში გაიმართება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია იმართება. როგორც GUARDIAN.GE-ს ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა განუცხადა, აქციის დროს არამხოლოდ ქალაქი ნინოწმინდა, არამედ მთლიანად, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები დასუფთავდება.
სამედიცინო ცენტრ „თერჯოლამედში“ ფუნქციონირება დაიწყო ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებამ, სადაც ტარდება გეგმური და გადაუდებელი კორონაროგრაფია-სტენტირება (გულისმკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა და მკურნალობა).
წყალტუბოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
ნინოწმინდის მერის, ანი მოსოიანისა და საკრებულოს თავმჯდომარის, სუმბატ კიურეღიანის ინიციატივით, 28 მარტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 „ჯიპის" ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა არის გათვალისწინებული.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დასუფთავების ღონისძიება დილის 10:00 საათზე დაიწყება და მასში მეტი მოქალაქის ჩართულობის მიზნით, მერია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებლს, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საბავშვო ბაღების, სკოლების და მაღაზიების ხელმძვანელებსა და თანამშრომლებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ აქციაში და უზრუნველყონ თავიანთი ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.