თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილესთან, მანუჩარ ფანჩულიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ბარდუბანში იმყოფებოდა. მერმა მდინარე როკიანაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდი მოინახულა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნარჩენების შემკრები 25 ერთეული პლასტმასის კონტეინერი გადასცა.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი სტიქიის ფონდიდან 12 677 ლარით დაფინანსდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილესთან, მანუჩარ ფანჩულიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე მინი სტადიონი დაათვალიერა, რომლის აღდგენაც ახლო მომავალში იგეგმება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ამირანის მთაზე“ დაუდევრობის შედეგად ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, როგორც ახალქალაქის მერმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა, რომელთაც დახმარება დასუფთავების აქციაში ჩართულმა მოქალაქეებმა, მერიის ხელმძღვანელობამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუწიეს, დროულად მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. აღნიშნული ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა და საკრებულოს დეპუტატები გამოვიდნენ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ესწრებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე სტუდენტური პარლამენტისა და „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის მოადგილე დავით გვიშიანი ამბროლაურში „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.