ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ, სადაც მათ, სპეციალურად შექმნილ საკოორდინაციო შტაბში კონკრეტული მითითებები და დავალებები მიიღეს.
სამწუხაროდ, ხშირად მასმედია არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების” რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გოგიჩაიშვილს საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.
ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა. 3 ავტომობილი რაიონულ სამსახურებს პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად გადასცა.
ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოძახებას უკვე ახალი, ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით შეასრულებენ.
ქ. დუშეთში, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში „ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრი“ გაიხსნა. „ლიტვურ-ქართული ენისა და კულტურის ცენტრის“ გახსნას წინ უძღოდა, გასული წლის 30 ივლისს ლიტვის ქალაქ „მოლეტაიში“ დუშეთისა და მოლეტაის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, 2019 წელს, უკვე მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით.
პროექტის ფარგლებში, კლინიკის მედიკოსები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე მოახდინეს სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების, ასევე, სოფლის მოსახლეობის გასინჯვა და მათთვის კონსულტაციის გაწევა.
ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა სტუდენტური პარლამენტისა და „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელებს ანზორ მეგრელიშვილს და გიგა გლუნჩაძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ცაგერში ოთარ თვარაძე.
ვანის მუნიციპალიტეტში 2 აპრილს, ტიციან ტაბიძის 123-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.