ქალაქ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილე და სასპორტო ოლიმპიადებში გამარჯვებულ წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა და ისინი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
ჭიათურაში, თორღვაშვილის ქუჩის 1-ელ, 3 და 5 ნომერში, შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასფალტი უკვე დაგებულია ჩოლოყაშვილის ჩიხში, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ქეთევან წამებულის, დანიელაშვილისა და ახვლედიანის ქუჩებზე, ხოლო ამჟამად ასფალტის დაგების პროცესი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე და ბარათაშვილის ჩიხში მიმდინარეობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძესა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ფეხბურთის სამომავლო განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი და მოადგილე კახაბერ კუპატაძე სოფ. ნახშირღელეში, ჩუბინიძეები-ხუჯაძეების უბანში იმყოფებოდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და კულტურული ძეგლების შესწავლისა და შეფასების მიზნით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა.
ახალქალაქს „ევროპის დღის“ აღსანიშნავად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე ეწვია და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“ ისაუბრა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
საჭადრაკო ტურნირში, რომელიც ქ. ქუთაისში 21-28 აპრილს ჩატარდა, ხონის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
დაბა აბასთუმანში დღეს ადიგენის ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი ჩატარდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ღონისძიება გამგეობის კულტურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.