დედამიწის საერთაშორისო დღე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა. ნინოწმინდის გამგეობის ცნობით, აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, დასუფთავების სამსახურისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ.
ახალციხეში „დედამიწის დღესთან" დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქციაში მერიისა და მერიის ააიპ-ების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში „დედამიწის დღის" კვირეულის ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა. ადიგენის გამგეობის ცნობით, აქციის ფარგლებში, დაბა ადიგენისა და აბასთუმნის ქუჩები, სოფლების, საავადმყოფოს, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.
ასოციაციამ „ქართველები საფრანგეთში" ხონში საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. ხონის გამგეობის ცნობით, აქციის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრად ტანისამოსი და ტკბილეული გადაეცათ.
ასპინძის მუნიციპალიტეტი პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო" ფარგლებში დასუფთავების საყოველთაო აქციას შეუერთდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარის საჯარო სკოლაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალური დაფა გაიხსნა.
მარტვილში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, მარტვილის ქუჩების, 9 აპრილის, თელი წოწორიასა და მშვიდობის ქუჩის III შესახვევის ასფალტ- ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების, მოხეს, ციხისუბანის, ნამინაურის, დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელის ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი დაათვალიერა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხანძრის შედეგად დაზიანებული კედლის მოხატულობის კვლევა და გაწმენდა განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.