სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები იქნა თავიდან არიდებული, რისთვისაც სისტემამ 292 რაკეტა გაისროლა.
ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ83 დაკეტილია, ხოლო დიზი-ლახამულა მონაკვეთზე კმ91-კმ101 ცალმხრივად გახსნილია.
დღეიდან, 11 მაისიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის პრეზენტაცია დუშეთში, 11 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ეყოლება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები KFW- გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, მოადგილე კახაბერ კუპატაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ თანმხლებ პირებთან ერთად, მხარეში მცხოვრებ რამდენიმე ვეტერანს 9 მაისი მიულოცა.
ტყიბულის მუნიციპლიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ღრმა მწუხარებას გამოხატავს მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ოთხი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ადგილობრივ ვეტერანებს უმასპინძლა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით დაასაჩუქრა.
ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქის და ნინოწმინდის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი, გამგეობის თანამშრომლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი და საკრებულოს დეპუტატები მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.