სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2017 წელს მრავალი მილიონი ლარის არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
პროექტის, „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც დაახლოებით, 2.5 მილიონ ლარს შეადგენს, 2017 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მათ შორის იქნება, თითოეულ სოფელში საჭიროების მიხედვით შერჩეული პროექტები, რისთვისაც ჯამში ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.
ადიგენში სპორტული ფესტივალი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, შეჯიბრება როგორც ვაჟებს, ისე გოგონებს შორის, საბავშვო ქუჩის ფეხბურთსა და კალათბურთში, ჭადრაკსა და სპრინტში გაიმართება.
ქალაქი ამბროლაური WiFi-ს უფასო სისტემით დაიფარა. როგორც Guardian.ge-ის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქალაქ ამბროლაურის Wi-Fi-ს უფასო სისტემით სრულად დაფარვის პროექტი, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და სლოვაკეთის საელჩოს ერთობლივი დაფინანსებითა და სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რევაზ ბენიძესთან ერთად, ლეჩხუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა, აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საპარტნიორო ფონდი 5 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს - ფონდმა ხელი მოაწერა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან" პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.