ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულეს და გამარჯვების 72-ე წლისთავი მიულოცეს.
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს. ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, სამხარეო და მუნიციპალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ქალაქის ცენტრალურ პარკში კედარის ხის ნერგები და ვარდები დარგეს. ინფორმაციას და ფოტომასალას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ახალქალაქის და ნინოწმინდის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლები გადასცა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ და გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ იანეთი-ჯიხაიში-ხონის დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილობრივ აღდგენილი გზა მოინახულეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ქოჩიაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური თემები, მათ შორის ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლების გაზიფიცირებისა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების აღდგენა იქნება. ჯამში, მიმდინარე წელს 10 კილომეტრამდე გზის მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარი უნდა დაიგოს.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას" ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად, 5-დან 8 მაისამდე კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა.
ხონში „ხონელობა 2017" აღნიშნეს. როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, „ხონელობას" მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღინისძიებები მიეძღვნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.