ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღეები მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით მიმდინარეობს.
2017 წელს, ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 22 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.
14 მაისს, თამარ მეფის ხსენების დღეს, ახალციხის ცენტრალურ მოედანზე აღმართული მეფეთ-მეფე თამარის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს ქ. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის მოადგილემ დავით ტაბატაძემ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში უამინდობამ პრობლემები შექმნა. როგორც Guardian.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა.
ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობასთან დაკავშირებით სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, შენობას, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მიმდინარე წლის 9-11 მაისს, გადაუღებელი წვიმების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზის და ნაპირდამცავი გაბიონები. ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის არც ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „აზიური ფაროსანას“ მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.