უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, აჭარაში ქედისა და შუახევის რაიონებში რამდენიმე საავტომობილო ხიდი წაიღო. შუახევში ოთხი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, 400-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განყოფილების მიერ დაგეგმილი ინფო ტურები გრძელდება. დღეს საინფორმაციო ხასიათის ტური კინტრიშის ხეობაში მოეწყო. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
დაბა ასპინძაში შორეთის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი იგება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,ასტორია" ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღი შენდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 70 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ხონში, საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლების ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფოპრმაციის შესახებ სტრატეგიის განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონის მოახლოებასთან და „ქობულეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ინფო ტურები დაიგეგმა. ტურების მიზანია ქობულეთის, როგორც კურორტის პოპულარიზაცია და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
დღეს ქობულეთში კავკასიის საერთაშორისო ტურიზმის წარმომადგენლობა გაიხსნა. შეხვედრა საზოგადოებრივ კოლეჯ "ახალ ტალღაში" გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი, ასევე საქართველოს, ბულგარეთის, მოლდოვას, საბერძნეთის, უკრაინის, სომხეთის, აშშ-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2016 წლის 26 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჭყონის კულტურის სახლში გაიმართა წლის საანგარიშო კონცერტი, სადაც ფოლკლორული სიმღერების, ქართული ხალხური ცეკვებისა და სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელმა წრეებმა საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე სოფ. საზანოს 26 მაისის უბნის საბავშვო ბაღს ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.