ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს განსახორციელებელი ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ახალქალაქს რეაბილიტირებული სტადიონი და წყალგაყვანილობის სისტემა აქვს.
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის "ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) პროექტის "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" ფარგლებში ხონში სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა.
დასრულდა თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში, 1998-99-2000 წლებში დაბადებულთა შორის სადაც იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სახელგანთქმული უსახელოურის ჯიშის ვაზის აღორძინება იწყება.როგორც guardian.ge-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ განუცხადა, მსხვილ ინვესტიციას პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ახორციელებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია. გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს.
ქალაქ სიღნაღში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ე.წ.“ორმილის“ გზის რეაბილიტაცია განახორციელა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი სიღნაღიდან წნორის მიმართულებით, ქვაფენილის და 5.6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ guardian.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სამსახურიდან აცნობეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ გურჯაანის მუნიციციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელ-შემნახველი საწარმო დაათვალიერეს და ატმის მიღების პროცესს გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.