“ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს, უახლოეს პერიოდში, ახალი სპორტკომპლექსი და საბავშვო ბაღი ექნება“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბარში ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ გააკეთა.
რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დაიტბორა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ81-კმ85 (მლეთა-სეთურები) მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 13 ივნისის დილის 08:00 სთ- დან საღამოს 19:00 სთ-მდე გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
წელს, დაბა ასპინძის ორი, #1 და #2 საბავშვო ბაგა-ბაღი 80-მა აღსაზრდელმა დაამთავრა. როგორც guardian.ge-ს ა(ა)იპი ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ნანა ტივაძემ განუცხადა, აქედან დაბის სკოლაში 58 აღსაზრდელი დაიწყებს სწავლას.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ქობულეთმა“ მორიგი წარმატება მოიპოვა. სახალხო ანსამბლი ფონდ „ქართული გალობის“ რიგით მეოთხე კონცერტზე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ტრადიციული სიმღერის აღდგენა პოპულარიზაციისათვის დაჯილდოვდა.
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ესტუმრა. ელჩს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად შეხვდნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს მესტიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტის: „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ განხორციელებას იწყებს, რომელში მონაწილეობაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოებს აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.