ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რევაზ ბენიძისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების შესახებ ერთ–ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუის ტირაჟირებას“ უწოდებს ცაგერის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახური.
ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. იგი ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობით, თავისუფალ ტურისტულ ზონაში მრავალფუნქიური სტადიონების მშენებლობისა და ზღვის სანაპირო ზოლზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელვაჩაური სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო „დარ კაპიტალი“ გახსნა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს.
ქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. ამის შესახებ guardian.ge-ს გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
დღეს ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა პირველ საკითხად მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ბიუჯეტში ცვლილება წარმოქმნილი ეკონომიების ხარჯზე განხორციელდა და თანხები პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს უმთავრესი საგზაო არტერირიები იყოს დასრულებული, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნაზე გააკეთა.
„დანიელი ინვესტორის ჯესპერ იორგანსონის ინიციატივით, უკვე რამდენიმე თვეა ლანჩხუთში სანერგე მეურნეობის მოწყობა დაიწყო. მან იჯარით აიღო 321 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც 40 ჰა-ზე იტალიური ვერხვის ხეები ირგვება,“ – აღნიშნული განცხადება guardian.ge–სთან საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გააკეთა.
სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში 5.4 კილომეტრამდე გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა ზედამხედველობის სამსახურის თამამშრიმლებთან ერთად მოინახულა. ამის შესახებ guardian.ge–ს აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.