უახლოეს მომავალში, ჩვენ გავმართავთ მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას , რომელიც ითვალისწინებს, როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებასა და მშენებლობას, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი ხვალ გაიხსნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალ საგზაო მონაკვეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი გახსნიან.
დღეს ავტობანის ქობულეთი-ოზურგეთის 500 მეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს საგზაო დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეთურიძე და ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ესწრებოდნენ.
5 ივნისს მდინარე ხობის სანაპიროზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივითა და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით შეხვედრა შედგა ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან, სახელწოდებით – „ღია საუბრები ღია სივრცეში“.
ქობულეთის კულტურის სახლში საღამო გაიმართა. საღამოზე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, ლეგენდარული „ქართული ხმების სოლისტი" და ანსამბლ „ალილოს" დამაარსებელი გურამ თამაზაშვილი გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონის 2 სოფელი დააზარალა. ბოდბესა და მაღაროში ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე.
სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება, ვაზის პირველი ნერგები, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) იეშიმ ელჰან-კაიალარი და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ რუსია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.