თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სხვადასხვა პრობლემური საკითხი განიხილეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები გრძელდება. დღეს კვირიკე-ჭაინათის 1 800 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო.
დღეს სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ რჩეულ ქობულეთელებთან შეხვედრა გაიმართა. ქობულეთის კულტურის ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პროექტი წელს მეხუთედ ჩატარდა. საზეიმო საღამო ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ანსამბლმა „ქობულეთმა“ და ჩაისუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა გაამრავალფეროვნეს.
დღეს ქობულეთში საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ საკრებულოს მუნიციპალური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა პირველ კვარტალში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
„ადიგენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტები ხორციელდება როგორც გზების დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარების ფონდის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით“ - განუცხადა guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ.
„სასიამოვნოა, რომ „მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი უკვე დაბრუნდა მუნიციპალიტეტში. გამგეობა ახორციელებს მათი დახმარების ღონისძიებებს, თუმცა მიგრაცია და დემოგრაფია მაინც ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც დღეს ლეჩხუმის წინაშე დგას“, - განუცხადა guardian.ge -ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე უკრაინის ქალაქ როვნოს მერს, ალექსეი მულიარენკოს შეხვდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ამირან ჯამბურიძის ცნობით, ქუთაისი-ლენტეხი-ლასდილი-უშგულის დამაკავშირებელი 12 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.