ქობულეთის უნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
უკრაინის ქალაქ როვნოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ქობულეთი და ქ. როვნო ურთიერთთანამშრომლბის მემორანდუმი გაფორმდა.
ნინოწმინდაში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან შეკრებილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებამ, სტუმრებთან ერთად, სომეხთა გენოციდის 101 წლისთავი აღნიშნეს.
რიკოთის საავტომობილო გვირაბში 25- 26 აპრილს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა გვირაბში გაწმენდით და ელექტრო-მექანიკური სისტემების სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
ქობულეთის კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ მშობლებს შეხვდნენ.
ქალაქ ხონის ცენტრში საჯარო მოხელეებმა ქვეითთა გადასასვლელები მოხატეს. უახლოეს პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტში ქვეითთა ყველა გადასასვლელი კეთილმოეწყობა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში 430 ოჯახს წყლის პრობლემა მოეხსნება. სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო აქცია ლოზუნგით „გავუფრთხილდეთ დედამიწას! დავრგოთ ხეები, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი და ვისუნთქოთ დედამიწასთან ერთად!“.
განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. სასტუმროს მშენებლობის, ტექნიკური დეტალები კომპანია „ბლექს სი რივერას“ წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.