ძლიერმა ქარმა წუხელ რუსთავის სხვადასხვა უბანში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავები ახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
რუსთავი-გარდაბნის ავტომაგისტრალზე, მარის არხის დასახლებაში, ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა და დააზიანა.
ხონის მუნიციპალიტეტის კინჩხის ადმინისტრაციულ ერთხეულში 3 ჰექტარ ტერიტორიაზე 7 000 ცალი წიწვოვანი ჯიშის ნერგი დაირგო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური არხის, მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლების 96 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში წელს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 300 000 ლარი დაიხარჯება“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ guardian.ge-სთან საუბრისას.
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ სენაკში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ნარკოლოგიური შემოწმების ახალი კაბინეტი გახსნა, სადაც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებობა უახლესი ნარკოტესტებით დადგინდება.
ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბია შეკრებილი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
ხობში, ცოტნე დადიანის სახელობის სკვერსა და 9 აპრილის ხეივანში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ანტონ ვარდიამ კაკლის ნერგები დარგეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ასპინძის ომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.