ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ, ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ადიგენში, სადაც თამარ მეფის, ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების მოსაწესრიგებლად 533 191 ლარი დაიხარჯება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, „მუნიციპალური უფასო სასადილოს“ პროგრამის ფარგლებში უმწეოთა სასადილოს 280 ბენეფიციარს წინასააღდგომოდ ტკბილეული გადაეცა. სააღდგომო ამანათებისთვის ბიუჯეტიდან 1190 ლარი დაიხარჯა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
აბაშის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს ინფრასტრუქტურული (3 მილიონ 591,1 ათასი) და სოციალური (501,7 ათასი) პროგრამები წარმოადგენს, ამის შესახებ guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა განუცხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტი აქციაში „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“ ჩაერთო. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, აბაშას მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქობულეთელი თვითნასწავლი მხატვრის დურმიშხან კიკნაძისა და ლაზი მხატვრის, ხასან ჰელიმიშის ნაივური ფერწერის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ქობულეთის კულტურის სახლში ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართა. ფესტივლის ფარგლებში, ბავშვებისათვის მოეწყო „ბარაბნების შოუ“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუხაესტატე-ალამბარი-აჭყვისთავის 3 კმ-იან მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.