„ხონის მუნიციპალიტეტში 2016 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მლნ 134 000 ლარამდე დაიხარჯება“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ გააკეთა.
ქობულეთის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძემ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფრასტრუქტურული ღონისძიება ქობულეთში 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 869 999 ლარი დაიხარჯება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქობულეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. დღეს ყაზახეთის ქალაქ ალმაატაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „KITF 2016” გაიხსნა, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტი წელს პირველად მონაწილეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი და უკრაინის ქალაქი როვნო დამეგობრდნენ. ამის შესახებ guardian,ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
„ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. N3 საბავშვო ბაღის ეზოში 40 ძირი ლუგუსტრუმის მარადმწვანე მცენარე დაირგო.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,რეპორტიორის “ დარბაზში საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა ორგანიზაციის მიერ გაწეული ანგარიში, რის შემდეგაც საპატიო ოქროს მედლით სამი ადამიანი დაჯილდოვდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა რუსთველის, კომახიძისა და ლესელიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. სხდომას საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე ედიშერ ჯობავამ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.