ცაგერში ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 714 143 ლარს შეადგენს.
დღეს, 15 მაისს, კლასიკოსი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში, მისსავე სახლ-მუზეუმში აღნიშნეს. წელს მწერლის დაბადებიდან 123 წელი შესრულდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა, ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პოლონელ კოლეგებს უმასპინძლა. სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ქ. ქობულეთის და ქ.მილიჩის ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები გაიმართა, რაც ამ ქალაქების შემდგომი დამეგობრების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.
უამინდობის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა დაახლოებით16:00 საათზე დაიწყო და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხონში პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 1 200 გრძ/ მ გზის მოხრეშვის პროცესი უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი ასფალტის საფარის დაგება დაიწყება.
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი „ტაო“ დაფუძნდა - პირველი სარაგბო გუნდი საქართველოში, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ არის მხარდაჭერილი. რეგიონული სარაგბო გუნდის ჩამოყალიბების იდეა ასპინძის გამგებელს, ცნობილ ქართველ მორაგბეს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ლევან ცაბაძეს ეკუთვნის.
აბაშის მუნიციპალიტეტში მარანი-პირველი მაისი-გაუწყინარის გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომომობილო გზების დეპარტამენტი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის 6.4 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
12-წლიანი პაუზის შემდეგ, ხონში ნიღბების თეატრის სპექტაკლების ჩვენება განახლდა. კულტურის ცენტრის განახლებულ სცენაზე სპექტაკლის "წუნა და წრუწუნას" პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა მერი ბარაბაძემ დასი სკოლის მოსწავლეებით დააკომპლექტა და მაყურებელს "წუნა და წრუწუნას" განახლებული ვერსია წარუდგინა.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა, ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს და ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტი დაიგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.