რეგიონები

ქედის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარმა ადმინისტრაციულ ცენტრში 50 სმ-ს, ხოლო სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესია შეწყვეტილი. როგორც ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ guardian.ge-ს განუცხადა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 8 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.

სრულად...

ქედაში ორი ადამიანი თოვლში ჩარჩა და ამ დრომდე გამოსვლას ვერ ახერხებს.  როგორც ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ guardian.ge-სთან საუბარში აღნიშნა, თოვლში ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად უკვე გაიგზავნა სპეციალური ჯგუფი და ტექნიკა.

სრულად...

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა. შეხვედრა გაიმართა კულტურის ცენტრში, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სრულად...

ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა guardian.ge -სთან საუბრისას წინა ხელისუფლების დროს მისი ხობის საკრებულოში მუშაობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ განსხვავებული პოზიციის გამო, დევნას განიცდიდა, რასაც მისი „უკანონოდ დაკავება“ მოჰყვა.

სრულად...

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დუშეთში ქუჩის სავარჯიშო მოედანი გახსნეს. მინისტრები დუშეთში მიმდინარე საფეხბურთო მატჩსაც დაესწრნენ.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვის რეჟიმია დაწესებული.

სრულად...

დღეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ხონის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“(ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე) ხარაგაულში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ინიციატივით, საერთაშორისო ასოციაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში 69 ოჯახი ჩაერთო. 

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთში, კერძოდ ძველ შუამთაში, ახალ შუამთასა და იყალთოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი