სამტრედიის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგების აღდგენისა და საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ამაშუკელი იმყოფება.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი სამტრედიასა და ზუგდიდში, დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების პროცესს გაეცნო.
საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო, რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ.
„დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება - ამის შესახებ guardian.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ განუცხადა. გუბერნატორის თქმით, რეგიონის ყველა შიდა გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გვიან ღამით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 5 იანვრისთვის დაწესებულ მოძრაობის სპეციალურ რეჟიმთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, სპეციალური რეჟიმი საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე მოქმედებს:
რთული მეტეოროლოგიორი პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი–ხობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია.
ხონის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა შეფერხებები გამოიწვია. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.