რეგიონები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და მის ძირითად ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 

სრულად...

დიდთოვლობის, ლიპყინულის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების და აკრძალვების შესახებ მორიგ, დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაბა ლენტეხში დღეს რიგით ოცდამეშვიდე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი ესწრებოდნენ.

სრულად...

"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დაათვალიერა.

სრულად...

ჭიათურაში, პერევისის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს იმ დროს მოხდა, როდესაც მაღაროში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.

სრულად...

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, ქვეყნის საავტომობილო გზების გარკვეულ უბნებზე გადაადგილებაზე შეზღუდვები და აკრძალვებია. საქართველოს გზებზე მდგომარეობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მთელ მიმართულებაზე გზა გაწმენდილია, ხოლო გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ნებისმიერი სახის ავტომობილისთვის არის ნებადართული.

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. როგორც guardian.ge-ს ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ზარალის ოდენობამ 151 000 ლარს უკვე მიაღწია.

სრულად...

ზესტაფონში მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ორმა მათგანმა მანქანიდან თავის დაღწევა შეძლო, ხოლო მანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს ამ დრომდე ეძებენ. 

სრულად...

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კნოლევში ერთი მოქალაქე დააკავეს. მამაკაცი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის დაკავებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი