საქართველოს რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა. უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა - დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ჩაკეტილია გზები.
უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამინდის გაუარესებისა და თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლის გამო, ხობის მუნიციპალიტეტში გამგებლის გოჩა ქაჯაიას ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი შეიქმნა. გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ ჯობავას უშუალო კოორდინაციით, შტაბის წევრები სისტემატურად გადიან ადგილებზე და მეთვალყურეობას უწევენ მიმდინარე სამუშაოებს.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
დიდთოვლობის გამო შექმნილ არაერთ პრობლემას ბათუმში წყალმომარაგების კუთხითაც დაემატა პრობლემები. წუხელ, გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 225 მმ-იანი ცენტრალური მილი დაზიანდა, რის შედეგადაც აღნიშნული ქუჩები დაიტბორა.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ტარდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, სამაშველო ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
წუხელ საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა, რის გამოც საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
„ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება ქუთაისში“ - განცხადება ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
“კურორტ აბასთუმანთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური კურორტი საქართველოში. 2016 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 13 მილიონიანი პროექტის განხორციელება“.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, თერჯოლის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.