საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა. მთავარეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, იმიტომ, რომ წლის მანძილზე დაახლოებით 100 დღის განმავლობაში ეს გზა ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ გადაადგილდება, შესაბამისად, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ასევე - მთლიანად რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის წევრები სოფელ ტამბოვკაში მინი სტადიონის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ხობში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. შეხვედრა ამჯერად გურიფულში, ქვემო ქვალონსა და ხობში დევნილთა დასახლებაში გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ანი მოსოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფლების - მამწვარის, დილითის, დიდი გონდრიოს, პატარა გონდრიოსა და ყულალისის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემური საკითხების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება არხები.
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან ერთად მოილოცა, რომელმაც პრემიერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.