ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია, პარლამენტის წევრთან დაჩი ბერაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან ლევან ქავთარაძესთან ერთად ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამომრჩევლებს შეხვდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე USAID-ის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ხელმძღვანელს როზა ჩიაპეს შეხვდა. მხარეებმა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, განვითარებასა და რეგიონში არსებული პროფესიული სასწავლებლების მიმართულებებზე ისაუბრეს.
ხულო-ზარზმის 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გზის რეკონსტრუქციის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული პროექტების განხორციელება რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის ტურისტული პროექტების პრეზენტაციაზე, სადაც იგი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს ი/მ "მუშეღ ფუტულიანი".
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ახალი ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიაში განხორციელდება მიწის, წყლის რძის, ყველის და ბოსტნეულის ანალიზები (ნიტრატები).
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, შალვა ბერძენიშვილმა, დავით ლომიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გურამი მელიქიძემ, სოფლის- მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს და ა(ა)იპ სამყაროს გამგეობის თავჯდომარემ ნანა ზუბაშვილმა, პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაციისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში, 15-მდე სერვისის მომწოდებელს და კვების ობიექტების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.