დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. იმერეთის გუბერნატორმა ონლაინ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვამდე მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, COVID-19-ის ვაქცინის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაცის ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.
ქალაქ ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საჯაროდ აიცრა.
ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სამედიცინო ცენტრში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუფერხებლად შეუძლიათ.
დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო. საქართველოში დელეგაცია საქმიან ვიზიტად, სილეზის სავოევოდოს მარშალის იაკუბ ხევსტოვსკის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზის 50-მეტრიანი მონაკვეთი გუშინ გამთენიისას წაიღო, მოძრაობა აღდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.