„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის და მესტიელების, სვანების მიერ გამოცხადებული ნდობა და მხარდაჭერა მაძლევს ძალას, მესამედ ვიბრძოლო მესტიის მუნიციპალიტეტის მერობისთვის და მეტი მონდომებითა და შემართებით განვაგრძო ზემო სვანეთის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა" - განაცხადა „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა წარდგენაზე.
მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი დაფინანსდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ჩვენს უხუცესებს დავპირდი, რომ წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, ვიცი, რომ პრობლემები იყო მანამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მთელი ჩვენი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ რიგში, ბატონმა პრემიერმა, ჩვენმა გუნდმა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით აშენდეს ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო - ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე განაცხადა.
ჩემს გამზრდელ ბაბუას, სვანური ქუდი ეხურა ყოველთვის და რომ ვეკითხებოდი, რატომ, მეუბნებოდა, ამაყი ხალხის ქუდიაო. ზუსტად ასეა. აქ რომ ჩამოდიხარ, ხვდები რა არის სიამაყე, ხედავ ამაყად მდგარ სვანურ კოშკს, რომელიც ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, გამარჯვების სიმბოლოა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მესტიაში „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე.
სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე (ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულები) გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში, COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა იზრდება.
სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
23 აგვისტოდან იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან და ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.